შავ ზღვაში ნატო-საქართველოს ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა
საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს საზღვაო
შენაერთის ხომალდებმა შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები
ჩაატარეს.
სწავლება ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის
(SNMCMG2) საპორტო ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.
ერთობლივ საზღვაო მანევრებში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა
სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის
სადარაჯო ხომალდი "სოხუმი" და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე
ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ხომალდები: ESPS RAYO (ესპანეთი), ROS LT
LUPU DINESCU (რუმინეთი), BGS SHKVAL (ბულგარეთი), TCG EDINCIK
(თურქეთი) და ITS VIAREGGIO (იტალია).
სწავლება მიზნად ისახავდა საქართველოს და ნატოს საზღვაო ძალების
ურთიერთთავსებადობის ამაღლებას და ჩვენი ქვეყნის
თავდაცვისუნარიანობისა გაძლიერებას.
ნატოს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს პორტებში რეგულარულ
ხასიათს ატარებს და, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით,
ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია. 2021
წელს ნატოს ხომალდები საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობენ.