2022 წლიდან პენსია იზრდება
იანვრიდან ასაკობრივი პენსია
იზრდება. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს
საპენსიო უზრუნველყოფისთვის 2.885 მილიარდი ლარი დაიხარჯება.
იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის გასაცემელი თანხა 20
ლარით, 260 ლარამდე გაიზრდება.
70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია 25 ლარით იზრდება და 300
ლარით განისაზღვრება.
რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერებს, 70 წლამდე
ასაკის პირთათვის გახდება 312 ლარი, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის
პირთათვის - 360 ლარი.