საერთაშორისო მნიშვნელობის
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე
გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების
მიზნით, 2021 წლის 28 სექტემბერს 00:00 სთ-დან 04:00 სთ-მდე გვირაბის
სენაკი-თბილისის, ხოლო 28 სექტემბერს 04:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე
გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის
პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის
პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის
სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება
გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების
შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო
ზედამხედველობით და კოორდინაციით.