მეხანძრე-მაშველი ტყუპი ძმები სამსახურიდან სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორის წოდებით გააცილეს
შინაგან საქმეთა მინისტრის
გადაწყვეტილებით ბაკურიანში 60 წლის მეხანძრე-მაშველ ტყუპ ძმებს
სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორის წოდება გადაეცათ
ბაკურიანის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველებს, ტყუპ
ძმებს - ამირან და ავთანდილ წითლანაძეებს, რომლებსაც 60 წელი
შეუსრულდათ, 23 სექტემბერს სამსახურში ბოლო სამუშაო დღე ჰქონდათ.
ძმები 38 წლის განმავლობაში ერთგულად და განსაკუთრებული
პროფესიონალიზმით მსახურობდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურში.
მეხანძრე-მაშველებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი
- თემურ მღებრიშვილი ქალაქ ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამმართველოში
ესტუმრა, შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, სამოქალაქო უსაფრთხოების
მაიორის წოდება გადასცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა
გადაუხადა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაინერგა ახალი ინიციატივა,
რომელიც დამსახურებული მეხანძრე-მაშველების სათანადოდ დაფასებას და
სამსახურიდან მათ ღირსეულად გაცილებას ემსახურება.