საზოგადოება
28 სექტემბერს მუზეუმებში ვიზიტი უფასო იქნება
კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ტურიზმის მსოფლიო დღის აღსანიშნავად მუზეუმებში ვიზიტი უფასო იქნება.
27 სექტემბერს ტურიზმის მსოფლიო დღე აღინიშნება. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ტურიზმის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებები იმართება, რაც ამა თუ იმ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებისა და ქვეყნის ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ტურიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, მიმდინარე წლის 28 სექტემბერს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო მუზეუმებში ვიზიტი ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის უფასო იქნება.

"მსგავსი ღონისძიებები ქვეყნის კულტურულ-ისტორიული სიმდიდრის პოპულარიზაციისთვის და მასზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ესტუმრონ ქვეყნის დედაქალაქსა და რეგიონებში არსებულ მუზეუმებს თუ მუზეუმ-ნაკრძალებს, იხილონ ადგილობრივი გარემო და გაეცნონ ამა თუ იმ კუთხის კულტურისა და ისტორიის ნაწილს".
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედებს 24 მუზეუმი და სამუზეუმო გაერთიანება და 12 მუზეუმ-ნაკრძალი.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი მუზეუმებია:

სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმი
სსიპ - გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი
სსიპ - საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი
სსიპ - მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი
სსიპ - სმირნოვების მუზეუმი
სსიპ - დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი
სსიპ - აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი
სსიპ - ივანე მაჩაბლის მუზეუმი
სსიპ - ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი
სსიპ - ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი
სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახლ- მუზეუმი
სსიპ - ი. ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი
სსიპ - დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი
სსიპ - ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი
სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი
სსიპ - გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი
სსიპ - ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი
სსიპ - თელავის ისტორიული მუზეუმი
სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში შემავალი მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები.


მუზეუმები:

გრემის მუზეუმი
სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი
ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი
ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი


მუზეუმ-ნაკრძალები:

ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი (2008 წლიდან მუზეუმ-ნაკრძალი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა)
პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმი
ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმი
დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი
უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი
ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი
უჯარმისა და დავით-გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი
დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი (2008 წლიდან მუზეუმ-ნაკრძალი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა)
სამშვილდისა და კლდეკარის მუზეუმ-ნაკრძალი
ჩაჟაშის მუზეუმ-ნაკრძალი


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.