ახალციხეში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება დროებით იზღუდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს რეგიონული დეპარტამენტის ახალციხის სამსახურში
დაგეგმილია პრაქტიკული საგამოცდო მოედნის ტექნიკური და
ინფრასტრუქტურული განახლება,
რის გამოც 23, 24, 25, 27 და 28
სექტემბერს პრაქტიკული გამოცდის მიღება შეჩერდება.
ყველა დაინტერესებულს, მათ შორის იმ პირებს, ვისაც აღნიშნულ თარიღებში
ახალციხის სამსახურში უკვე დაჯავშნილი აქვს მართვის უფლების მისაღები
თეორიული გამოცდა, მისი წარმატებით ჩაბარების შეთხვევაში, პრაქტიკული
გამოცდის ჩაბარება სააგენტოს სხვა ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში
შეეძლებათ. ასევე, პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება შესაძლებელი იქნება
ახალქალაქში 23, 24 და 25 სექტემბერს.
საგამოცდო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, 29
სექტემბრიდან, ახალციხის სამსახურში მართვის უფლების მიღების
მსურველები „B“ კატეგორიის პრაქტიკულ გამოცდას თანამედროვე GPS
სისტემით აღჭურვილი, ახალი სატრანსპორტო საშუალებებით, განახლებულ
საგამოცდო მოედანზე ჩააბარებენ.