ბორჯომში ურთიერთშელაპარაკებით დაწყებული კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა
14:18 / 24.08.2021
ბორჯომში ურთიერთშელაპარაკებით
დაწყებული კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა.ჩარხისწყლის დასახლებაში, გუშინ 1965
წელს დაბადებული მამაკაცი რ.კ. ცივი იარაღით მოკლეს. გარდაცვლილს
ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული, რის შედეგადაც ადგილზე
გარდაიცვალა. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ადგილობრივებისთვის
უცნობია. ზოგიერთი მათგანი საუბრობს ვერსიაზეც .
მომხდარზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,
სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დაკავეს 1980 წელს დაბადებული
მამაკაცი. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების
სახით ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის
კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.