საზოგადოება
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ საქართველოში დაბრუნდნენ
საქართველოს 16 მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ საქართველოში დაბრუნდნენ საქართველოს მოქალაქეების გადმოყვანა ამერიკულ, ბრიტანულ, თურქულ დაუნგრულ მხარესთან ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.
„ძალიან რთული სიტუაცია იყო. კავშირზე გვქონდა დამსაქმებელ კომპანიასთან როგორც კანადაში, ასევე ლონდონის ოფისთან. ძირითადად, ჩვენი პარტნიორები იყვნენ ამერიკელები, ბრიტანელები, უნგრელები და თურქები. თითოეულ მათგანს ვუხდით მადლობას იმ დახმარებისთვის, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოდ ჩამოყვანის საქმეში გაწიეს. ამოცანა შესრულებულია, ყველა უვნებელი და ჯანმრთელი დაბრუნდა საქართველოში და დაუბრუნდა თავის ოჯახებს“, - განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
თალიბანის მებრძოლების მიერ ქაბულის აღების შემდეგ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მაღალი რისკების გამო, 15 აგვისტოდან 20 აგვისტომდე, საქართველოს მოქალაქეების ეს ჯგუფი აეროპორტამდე მისვლას ვერ ახერხებდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი ქაბულთან ახლოს მდებარე ბაზაზე უსაფრთხოდ იმყოფებოდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით ავღანეთი ჯამში საქართველოს 24-მა მოქალაქემ დატოვა. ისინი ავღანეთში, კერძო კონტრაქტით, ამერიკულ კომპანიაში იყვნენ დასაქმებულები


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.