ზურაბ ზვიადაური, ძმის დაკრძალვას დაესწრება
ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური,
რომელსაც სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა,
ძმის დაკრძალვას დაესწრება.
ზურაბ ზვიადაურს მე-8 დაწესებულებიდან თელავში ბადრაგის თანხლებით
გადაიყვანენ.
„რამდენადაც მე ვიცი, გადაწყვეტილება მიღებულია. ზურაბ ზვიადაური ძმის
დაკრძალვას დაესწრება. მას ბადრაგის თანხლებით გადაიყვანენ",-
განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის
ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად
ზვიადაური.