19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს
19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია
მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს
, რომელიც 12 უდიდეს დღესასწაულთა
რიცხვში შედის და უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ
ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება.
უფალმა თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან
ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა,
დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ
ფერი იცვალა: „და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი
მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა
ნათელი“
თაბორის მთაზე ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით
უჩვენა თავისი ღმრთაებრივი დიდება - ღვთაებრივი, შეუქმნელი,
მარადიული, ნათელი, უფრო ბრწყინვალე და წმიდა ვიდრე მზის სხივები,
ნათელი, რომელიც მათ სულებს საოცარი სიხარულით, ზეციური სიმშვიდითა და
ნეტარებით ავსებდა. მოწაფეთა წინაშე გაცხადდა მარადიული სიცოცხლის
საიდუმლო, ანუ ის სიცოცხლის საიდუმლო, რომელიც მარადიულადაა
გაცისკროვნებული ღმრთაებრივი ნათლით, და ამგვარ გაცხადებას წმიდა
დიონისე არეოპაგელმა „დროული მარადისობა“ უწოდა.
ამის საპირისპიროდ ცნობილი წმიდა მამა გრიგოლ პალამა ამტკიცებდა, რომ
თაბორის ნათელი ეს არის ღმრთაებრივი ძალა, ენერგია, სხვაგვარად რომ
ვთქვათ ღმერთი, რომელიც სრულიად მიღმიურია ხილული სამყაროსი, ამავე
დროს თავისი ენერგიებით, მადლით ქმნის, იცავს და განმსჭვალავს მთელ ამ
სამყაროს, რომ მაცხოვარმა თაბორზე მოწაფეები სწორედ ამ ღმრთაებრივი
ძალის ხილვის ღირსი გახადა და არა რაღაც ზებუნებრივი სინათლისა,
რომელიც თითქოს სწორედ ფერისცვალების სასწაულისათვის შეიქმნა.
როგორც ცნობილია, იერუსალიმში ყოველწლიურად ხილული სამი სასწაული
აღესრულება: აღდგომას ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა, ნათლისღებას (19
იანვარს), მდინარე იორდანეს უკუქცევა და 19 აგვისტოს, ფერისცვალების
ღამეს, თაბორის მთაზე ღრუბლის მოსვლა.