საზოგადოება
შსს-მ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს
დაბადებული მ.ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 აგვისტოს,
თბილისში, პირადი წყენის საფუძველზე, 1976 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ცივი
იარაღის და ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა,
რის შედეგადაც გ.ბ. ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, შესაბამისი
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მ.ქ.
მომხდარიდან მალევე დააკავა.
სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის ჩადენის
იარაღები - დანა და ჩაქუჩი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით
მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ,შინაგან საქმეთა სამინისტრო
ავრცელებს.
გააზიარეთ :