საზოგადოება
კოვიდინფიცირებულთათვის ახალი პორტალი ამოქმედდა
კოვიდინფიცირებულთათვის ახალი
პორტალი https://er.moh.gov.ge/ ამოქმედდა.
მოქალაქეებს, რომლებსაც დაუდასტურდათ
COVID-19 შესაძლებლობა აქვთ პორტალზე დარეგისტრირდნენ. 112-ის მიერ
მიღებული ინფორმაცია დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის
გადაეცემა ოჯახის ექიმს. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო
ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ახალი პორტალის დანერგვის მიზანს,
ერთის მხრივ, მოქალაქეებისთვის დამატებითი საკომუნიკაციო არხის შექმნა
წარმოადგენდა, მეორეს მხრივ კი 112-ში განხორციელებული ზარების
შემცირება.
აღნიშნული პორტალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი
უსაფრთოების მართვის ცენტრი 112 -ის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
მიერ შემუშავდა.
გააზიარეთ :