ღონისძიებების მასპინძლობისთვის ფინანსური სანქცია 10 ათას ლარს შეადგენს
10 აგვისტოდან, საქართველოში
კოვიდრეგულაციები მკაცრდება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ
მიიღო. ქორწილის, ქელეხის, იუბილის და მსგავსი ღონისძიებების
მასპინძლობისთვის კვების ობიექტებს თუ სხვადასხვა სარიტუალო დარბაზებს
პირველ ჯერზე დაეკისრებათ ფინანსური სანქცია - 10 ათასი ლარის
ოდენობით,
ხოლო მსგავსი ქმედების განმეორებით
განხორციელებისთვის აღნიშნული ობიექტები დაილუქება, - ამის შესახებ
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის
უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ
ბრიფინგზე განაცხადა.