დღეს, ბორჯომში, ადგილობრივებთან,
ენერგო ეფექტიანობისა და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების შესახებ
შეხვედრა გაიმართა.პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს
8 მუნიციპალიტეტში ენერგო ეფექტური ტექნოლოგიების დანერგვას სოფლად და
რეგიონებში. ცნობიერების ამაღლების კამპანია თითოეულ მუნიციპალიტეტში
ტარდება. შეხვედრა ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელ
„CENN-ის“ ორგანიზებით გაიმართა.
ექსპერტმა ,ზაალ ხელაძემ, მონაწილეებს დეტალურად გააცნო აღნიშნული
ტექნოლოგიების, როგორც ეკონომიკური, ისე გარემოსდაცვითი სარგებელი.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მასში მონაწილეობა
დაინტერესებულმა მხარეებმა, ადგილობრივი მოსახლეობის, მერიისა და
ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს.
საინფორმაციო ტიპის შეხვედრები ბორჯომის მსგავსად იმართება
დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის და ახალქალაქის
მუნიციპალიტეტებში. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის (EU) და გაეროს
განვითარების პროგრამის (UNDP ) მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის
მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD)
ფარგლებში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.