ბორჯომელი პატარა ჩემპიონი კიდევ ერთი გამარჯვებისთვის დააჯილდოვეს.
ბორჯომის სასპორტო სკოლაში მოჭადრაკე ბარბარე შონიას თასი, მედალი და სიგელი გადაეცა. მან, გოგონებს შორის, თავის ასაკობრივ კატეგორიაში, საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალ ,,ბათუმი 2021" -ში იასპარეზა. მასთან ერთად, მონაწილეობას იღებდა 13 მოჭადრაკე. ბარბარემ, 7-დან 7-ივე ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. კოვიდპანდემიის პირობებში, ბარბარეს ონლაინ ჩემპიონატების შემდეგ, ფიზიკურ სივრცეში ტურნირი პირველი იყო.