სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება "მთავარი არხის" ეთერით გავრცელებული ჩანაწერების
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
ეხმაურება "მთავარი არხის" ეთერით გავრცელებული ჩანაწერების შინაარსს
და მას მცდარ ინფორმაციას უწოდებს.
როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უწყება
თავის საქმიანობას კონსტიტუციისა და სამართლის ნორმების სრული დაცვით
ახორციელებს და გავრცელებული ინფორმაცია უწყების მიზანმიმართულ
დისკრედიტაციას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და უნდობლობის
გაღვივებას ემსახურება.
"აღნიშნული დეზინფორმაცია ემსახურება სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, საზოგადოების შეცდომაში
შეყვანასა და უნდობლობის გაღვივებას სახელმწიფო ინსტიტუტების
მიმართ.
სახელმწიფო უწყებების მადისკრედიტირებელი, დეზინფორმაციული კამპანია
წარმოადგენს ანტისახელმწიფოერბრივ ქმედებას და მტრულად განწყობილი
ქვეყნის ინტერესებში შედის", - აღნიშნავენ სუს-ში.
"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ მის ხელში
ჩავარდნილი ჩანაწერები "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა
ივანიშვილისთვის კეთდება და პროცესში სუს-ის უფროსები არიან
ჩართული.
წყრო- ,,რადიო
თავისუფლება"