პარტია „ქართული ოცნების“ 19 აპრილის
შეთანხმებიდან გასვლა ძირს უთხრის საჭირო რეფორმების გატარებით
ქვეყნის წინსვლის შეთანხმებულ გზას და პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების
საფრთხეს ქმნის,
- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო
დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი “ტვიტერში“ წერს, რითაც ის
„ქართული ოცნების“ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც 19
აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოცხადდა.
გუშინ 19 აპრილის პოლიტიკური
შეთანხმების ხელმოწერიდან 100 დღე შესრულდა. ქართულმა ოცნებამ გუშინ
19 აპრილის შეთანხმება ანულირულად გამოაცხადა