საზოგადოება
ქართულმა ოცნებამ მერობის კანდიდატები თანაპარტიელებს წარუდგინა
ახალქალაქის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ, პარტიულ აქტივთან დღეს ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მერობის კანდიდატები წარადგინა. რადგან კანდიდატების დასახელება მხოლოდ თანაპარტიელებისთვის ხდება, შეხვედრა მედიისთვის დახურულია.
ახალციხის მერობისთვის ირაკლი ლაზარაშვილი იბრძოლებს. მას კანდიდატობამდე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.

ასპინძის მერის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ მოქმედი მერი როსტომ მაგრაქველიძე წარადგინა.

ადიგენში კენჭს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი გოჩა ქიმაძე იყრის. საკანონმდებლო ორგანოში ადიგენის ინტერესებს მაჟორიტარი დეპუტატი ორგზის იცავდა. 1999 -2008 წწ. იყო ფრაქცია ,,საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები"-ს წევრი.
რაც შეეხება ბორჯომის მუნიციპალიტეტს, აქ მერობისთვის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ოთარ არბოლიშვილი იბრძოლებს, ხოლო ნინოწმინდაში ასპინძის მსგავსად, მოქმედი მერი - ანივარდ მოსოიანი.

რაც შეეხება ახალქალაქის მერობის კანდიდატს, რომლის წარდგენა თანაპარტიელებთან 27 ივლისს გაიმართა, საკრებულოს დეპუტატი მელქონ მაქარიანია.

ინფორმაციას ახალციხის მეცხრე არხი ავრცელებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.