დღეს ბორჯომში საკრებულოს გეგმიური
სხდომა გაიმართა, დეპუტატებს მერის მოვალეობის შემსრულებელმა ანგარიში
წარუდგინა და ისაუბრა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ
პროექტებზე. ერთ-ერთი მთავარი პროექტი, მერაბ კოსტავას ბაღის
რეაბილიტაციაა.
დავით ზაალიშვილმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზეც ისაუბრა,
ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილ 436 ათასი ლარის ცენტრალური
ბიუჯეტიდან იმავე ოდენობის თანხა დაემატა და საერთო ფინანსებით
იგეგმება სოფლებში პრიორიტეტული პრობლემების მოგვარება.
ქვეყანაში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები ახლოვდება,
საკრებულოს სხდომაზე განისაზღვრა ის ადგილები, სადაც არ შეიძლება
საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსება.
საკრებულოს სხდომას 21 წევრი ესწრებოდა. დეპუტატებმა 6 საკითხი
განიხილეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.