New მედია კლუბის წევრებისთვის
ბორჯომში ბანაკი მოეწყო.სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის
ოფისში მთელი კვირის განმავლობაში მათ სხვადასხვა თემატური ტრენინგები
უტარდებათ. განიხილავენ მასალების მომზადების სპეციფიკას და მათ
ფორმატებს. ბანაკში 15 მონაწილეა ჩართულ.
თითოეულ ტრენინგს თეორიასთან ერთად თან ახლავს პრაქტიკული ნაწილიც.
მონაწილეები ჯგუფებში მუშაობენ დავალებებზეც. იღებენ ვიდეოებს,
ამონტაჟებენ. შემდეგ კი ტრენერების მიერ ხდება მომზადებული
ნამუშევრების განხილვა და შეფასება. ითვალისწინებენ მათ
რეკომენდაციებს და ითვისებენ ახალ უნარ-ჩვევებს.
ნიუ მედია კლუბის წევრები არიან მოზარდები ბორჯომიდან, ახალციხიდან და
ნინოწმინდიდან. მთელი წლის განმავლობაში მათ მოამზადეს სხვადასხვა
ფორმატის მასალები. ბლოგი „ჩვენზე და თქვენზე“ გამოქვეყნებულია
სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის და ტელეკომპანია „ბორჯომის“
ვებ-გვერდებზე. სწორედ 30 ივნისს გახდება ცნობილი გამარჯვებული
ავტორების ვინაობა და მოხდება მათი დაჯილდოება.
პროექტს ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“ PH international –
„სკოლის, საზოგადოების და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის „
(SCOPE) ფარგლებში, აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და
სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს ფინანსური
მხარდაჭერით ახორციელებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.