რა პროტოკოლის დაცვა მოუწევს საქართველოს მოქალაქეს საზღვრის კვეთის დროს
15:13 / 23.06.2021
გიორგი ოგანესიანი სამოქალაქო
აქტივისტია,ჩართულია არაერთ პროექტში.კოვიდპანდემიის პირობებში,
ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში ჯერ დანიაში შემდეგ კი ამერიკაში
მიემგზავრება. საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით გიორგის გარკვეული
პროტოკოლის მიხედვით მოუწევს საქართველოს დატოვება.
ბორჯომში სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტები უკვე გამოჩდნენ უცხო ქვეყნის
მოქალაქეებსაც შესაბამისი წესების დაცვა მოუწიათ საქართველოში, რომ
შემოსულიყვნენ.
საქართველოს მოქალაქეებისთვის უცხოეთში გასამგზავრებლად, ქვეყნების
მიხედვით სხვადასხვა პროტოკოლი არსებობს .
ხოლო ჩვენს ქვეყანაში ვიზიტისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქემ სასაზღვრო
გამშვებ პუნქტზე უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72
საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის დამადასტურებელი
დოკუმენტი, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს, უნდა ჩაიტაროს PCR
კვლევა, საკუთარი ხარჯებით. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
გადმოკვეთამდე სავალდებულოა სპეციალური ელექტრონული ანკეტის შევსება,
სადაც უნდა მიეთითოს ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში
ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და
ა.შ. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტროს ვებ- გვერძეა განთავსებული.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.