ბორჯომი-ბაკურიანი-ტაბაწურის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით,
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ბორჯომი-ბაკურიანი- (ტაბაწყური) ახალქალაქის
საავტომობილო გზის კმ31-კმ62 (ბაკურიანის ანდეზიტი-სოფ.ღადო)
მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მათივე ცნობით, აღნიშნული მონაკვეთი, გვიან შემოდგომაზე თოვლისა და
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ჩაიკეტა და მოძრაობა ამ დრომდე
აკრძალული იყო.