დღეიდან, 13 მაისიდან, მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება
დღეიდან, 13 მაისიდან, მუნიციპალური
ტრანსპორტი ამუშავდება. სკოლებისა და ბაღების მუშაობა აღდგება.
ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო
საბჭომ მიიღო,
ამასთან ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე
გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, – ამის შესახებ უწყებათაშორის
საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი
ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების
შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე
განაცხადა.