მართლმადიდებელი ეკლესია
საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის
ხსენების დღეს აღნიშნავს.
12 მაისს წმინდა მოციქულის
საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება. მოციქული ანდრია
პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო.
უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა, ამიტომაც მას
პირველწოდებული ეწოდა.საქართველოში წამოსვლამდე მას ღვთისმშობელმა
ამცნო, რომ წმინდა ანდრიას მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.
წმინდა ანდრიას ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო
ეკლესია ორჯერ აღნიშნავს.
ქართული ისტორიისა და საეკლესიო ტრადიციით, ქრისტიანობის გავრცელება
საქართველოში იწყება I საუკუნეში.
62 წელს მოწამებრივი აღსასრული მიიღო ქ. პატრაში. ანდრია
პირველწოდებული ითვლება პონტოელთა, სკვითთა, იბერთა, სავრომატთა და
სხვათა განმანათლებლად.
12 მაისი საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული. საქართველოში
წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს ორჯერ აღნიშნავენ, 12
მაისს და 13 დეკემბერს. 13 დეკემბერს მისი გარდაცვალების დღე
აღინიშნება.