ბორჯომში, ცენტრალური საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია იგეგმება
ბორჯომში, ცენტრალური საფეხბურთო
მოედნის სრული რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა
იგეგმება.
პროექტის მიხედვით აშენდება
თანამედროვე სტანდარტების შენობა, სადაც მოეწყობა სხვადასხვა
ფუნქციური ზონები ადმინისტრაციისა და საფეხბურთო გუნდებისათვის.
მოეწყობა ახალი ტრიბუნები, რომელიც გადაიხურება.შეიცვლება
საფეხბურთო მოედნის საფარი და დამონტაჟდება განათება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მოედნის
დასრულებული პროექტი ბორჯომის მერიას გადასცეს. პროექტი მერის
მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა მერის მოადგილესთან იოსებ
რაზმაძესთან, ფეხბურთის ფედერაციის, სასპორტო სკოლისა და
ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.
პროექტის ღირებულება დაახლოებით 5 მილიონ ლარს შეადგენს.
NS.