სოფელ დვირის მოსახლეობა ხიდის შეკეთებას ითხოვს, ამ ხიდით სარგებლობს ოთხი სოფელის : დვირის, ტაძრისის, დგვარის და საკირის მოსახლეობა.
ხიდი ამ ოთხი სოფლისთვის ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი ერთადერთი საშუალებაა.
მერის წარმომადგენელი დვირის თემში ამბობს რომ, აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმირებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტი. გურამ მაისურაძის თქმით ხიდის რეაბილიტაცია ამავე წელს უნდა მოხდეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ხიდი ბოლო 20 წლის განმავლობაში კაპიტალურად არ შეკეთებულა. ხიდზე გადავლა უჭირთ, როგორც ქვეითებს , ისე ავტომანქანებს.