ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური პროგრამების ფარგლებში, აპრილის თვეში 223 193 ლარის დაფინანსება გასცა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ
სოციალური პროგრამების ფარგლებში, აპრილის თვეში 223 193 ლარის
დაფინანსება გასცა.
აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა
დახმარება 1 128 ბენეფიციარს გაუწია.
სააღდგომო სოციალური პაკეტის ფარგლებში, ერთჯერადი დახმარების სახით,
687 ბენეფიციარზე 69 100 ლარი გაიცა.
88 967 ლარი 123 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო.
მედიკამენტების შესაძენად 77 ბენეფიციარი 7951 ლარით დაფინანსდა.
ონკოლოგიური დაავადებების მქონე 25 პაციენტი 20 627ლარით
დაფინანსდა.
სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს მრავალშვილიანმა
ოჯახებმა, შშმ პირებმა, ახალდაქორწინებულებმა, ახალშობილებმა და
სხვა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში 20-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება.
ბორჯომის მერიის სოციალური პროგრამის მთავარი მიზანია ადგილობრივი
მოსახლეობის, ასევე სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების
მხარდაჭერა.
NS