მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებელი სამყარო 2 მაისს
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში, დიდ
შაბათს, წმინდა ცეცხლის გადმოსვლა მორწმუნეებისთვის ქრისტეს აღდგომისა
და უფლის მოწყალების უტყუარი ნიშანია. იერუსალიმში, მაცხოვრის
საფლავზე წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 14:55 საათზე გადმოვიდა.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალს, აღდგომის ტაძარში მხოლოდ
ვაქცინირებული პირები დაესწრნენ.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის
გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და
მესამე დღეს აღდგა. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ
გაიღო.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო,
სადღესასწაულო დღეებში იკრძალება სასაფლაოებზე გასვლა. შსს-მ ამის
დარღვევისთვის 2000-ლარიანი ჯარიმაც დააწესა.