საზოგადოება
სასაფლაოებზე გასვლა 2-დან 4 მაისის ჩათვლით აკრძალული იქნება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღდგომის პერიოდში სასაფლაოებზე გასვლა 2-დან 4 მაისის ჩათვლით აკრძალული იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ გაავრცელა.
"სასაფლაოებზე გასვლა აიკრძალა წელსაც, იგივენაირად, როგორც ეს შარშან იყო აკრძალული. აკრძალვა ეხება 2 დან 4 მაისის ჩათვლით პერიოდს და არ ითვალისწინებს გამონაკლისებს გეოგრაფიული ლოკაციის ან ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით. ეს აკრძალვა ეხება სრულიად საქართველოს", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. მისი თქმით, ტრადიციებიდან გამომდინარე, 2-4 მაისს მოსალოდნელია ბევრი ხალხის თავშეყრა ერთ ადგილზე, რისი პრევენციისთვისაც დაწესდა აკრძალვა. შეზღუდვა 4 მაისის შემდგომ დღეებში არ იმოქმედებს და მოქალაქეებს საფლავზე გასვლა ჩვეულებრივად შეეძლებათ.

ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება; მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი;
გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, 1 მაისს, 21:00-05:00 საათის ნაცვლად, იმოქმედებს 23:00-04:00 საათამდე.

როგორც ცნობილია, 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად;
შესაბამისი უწყებების მხრიდან კვლავ გრძელდება ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლი;

Print E-mail
FaceBook Twitter
დღის ამბები
➡ ბორჯომში ინფიცირების ახალი შემთხვევები შემცირდა.
✅ ბორჯომელი მოძღვარი მამა ზურაბი კოვიდ 19-ით გარდაიცვალა;
ინტერაქტივი
ბორჯომსა და მის სოფლებში მიმდინარეობს საზოგაო ინფრასტრუქტურის, წყლის სისტემის, სკვერების, დასასვენებელი სივრცეების და საფეხბურთო მოედნების მოწყობა-განახლება.
01 / აგვისტო 2020
შეავსეთ ტესტი და გაიგეთ, რამდენად კარგად იცნობთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს.   (ფოტოს ავტორი - კოტე იანტბელიძე ) //
ვალუტა
EUR
EUR
1
4.1450
GBP
GBP
1
4.7776
TRY
TRY
1
0.4147
USD
USD
1
3.4324
«« მაისი 2021 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.