გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა
"მთავარი არხის" ერთ-ერთმა მეწილემ,
გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა. ის გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების
დაწესებულებიდან რამდენიმე წუთის წინ გათავისუფლდა.
გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება მედიატორების მონაწილეობით
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი
ნაწილი იყო.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას
შეწყალების აქტს ხელი დღეს მოაწერა.
"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა,2019
წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის
236-ე მუხლის მე-3 და მე-4 მუხლების მიხედვით წაუყენეს, რაც
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას
გულისხმობს.
2020 წლის 30 ივლისს კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ რურუა
წარდგენილ ბრალდებაში დამნაშვედ ცნო და სასჯელის სახით თავისუფლების
აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა.