პარლამენტი დღეს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს
არჩილ თალაკვაძე გადადგომის თაობაზე
საჯარო განცხადების გაკეთების მომენტიდან, გადამდგარად
ითვლება.
მის მოვალეობას ახლა პირველი
ვიცე-სპიკერი ასრულებს. 27 აპრილის პლენარულ სხდომაზე აღნიშნულ ფაქტს
პარლამენტი ცნობად მიიღებს, რაც საოქმო ჩანაწერით გაფორმდება.
დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგში უკვე ასახულია
პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი.
ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა
კუჭავა წარადგინა, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერის
პოსტს იკავებდა. სწორედ ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე აირჩევენ აწ უკვე
ყოფილ თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს.
პარლამენტის სპიკერისა და ვიცე-სპიკერის არჩევა სრული შემადგენლობის
უმრავლესობით ხდება.