საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე - მესამე ტალღის პიკურ მაჩვენებელს ველოდებით, ორშაბათს
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულზე რადიკალური, კატეგორიული შეზღუდვები არ იქნება.
მინისტრის ინფორმაციით, დაწესდება თუ არა დამატებითი შეზღუდვები, საბჭო ორშაბათს იმსჯელებს.

"ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება გარკვეული შეზღუდვები გაუქმდეს, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ვინაიდან ჩვენ ვიმყოფებით ახლა ისეთ სტადიაზე, როდესაც ველოდებით მესამე ტალღის პიკურ მაჩვენებელს. მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს იმისთვის, რომ ეპიდსიტუაცია უკეთესად ვმართოთ ლოკალურ დონეზე და საბჭო ამასთან დაკავშირებით იმსჯელებს ორშაბათს, კოვიდსაბჭოს ფორმატში, რომელიც პრემიერის დაქვემდებარებაშია.

ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ როგორც შარშან, ეკლესიის მხარდაჭერა იქნება ძალიან აქტიური. აქედან გამომდინარე, დარწმუნებულები ვართ, რომ არ იქნება რადიკალური, კატეგორიული შეზღუდვები. თუმცა, ეს იქნება ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვა, რომელიც ჩვენი მოსახლეობისთვის საეკლესიო ღონისძიებების ფორმატში უზრუნველყოფს სრულ უსაფრთხოებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე", - განაცხადა ტიკარაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.