საზოგადოება
ფიზიკურ გაწევ-გამოწევა და დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში
ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს ღვთისმშობლის
მიძინების მამათა მონასტრის ტაძარში სასულიერო პირები ერთმანეთს
დაუპირისპირდნენ.
ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ
ადგილი ჰქონდა ფიზიკურ გაწევ-გამოწევასაც. პოლიციის ჩარევის
შემდეგ ვითარება დროებით განიმუხტა, თუმცა სიტუაცია ამ დრომდე
დაძაბულია.
ჭყონდიდის ეპარქიაში არსებულ ვითარებას საპატრიარქო ოფიციალური
განცხადებით გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ ეპარქიაში
"უპრეცენდენტო დაპირისპირებაა" და მიტროპოლიტი შეფასებას თავად
გააკეთებს.
გააზიარეთ :