საზოგადოება
ნინოწმინდის პანსიონში ომბუდსმენის წარმომადგენლები არ შეუშვეს
სახალხო დამცველის ინფორმაციით, 15
აპრილს უწყების თანამშრომლები მონიტორინგის განსახორციელებლად,
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის
ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ
ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს.
მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის
მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა.
ლომჯარიას უწყების ინფორმაციით, მეუფე სპირიდონი პანსიონში სოციალური
მუშაკების ვიზიტის წინააღმდეგია.
"სახალხო დამცველი წლებია აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის წმინდა
ნინოს ბავშვთა პანსიონში განხორციელებულმა მონიტორინგებმა გამოკვეთა
ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის
შემთხვევები. პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები ფაქტიურად
იზოლირებულები არიან სოციუმიდან და პრობლემურია მათი ინდივიდუალური
საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი. სახალხო დამცველი საგანგაშოდ
აფასებს დაწესებულებაში შექმნილ ვითარებას და სახელმწიფოს მხრიდან
არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფას", -
წერია განცხადებაში.
სახალხო დამცველი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
მოუწოდებენ:
შემჭიდროვებულ ვადებში წარმოადგინონ კონკრეტული სამოქმედო გეგმა
პანსიონატში მყოფი ბავშვების სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებისა და
მათი საჭიროებების დაკმაყოფილების თაობაზე
დაუყოვნებლივ მიმართონ ყველა ზომას პანსიონატში სახალხო დამცველისა და
სოციალური მუშკის ვიზიტებისა და ბავშვებთან ინდივიდუალური ურთიერთობის
უზრუნველსაყოფად
წარმოადგინონ დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტუციონალიზაციის გეგმა
და დაინტერესებული საზოგადოების ფართო ჩართულობით დაიწყოს მისი
ეტაპობრივი განხორციელება.
გააზიარეთ :