საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნაგავი - ანტისანიტარია ლიკანში
14:34 / 14.04.2021
სანატორიუმ ლიკანის (ყოფილი
ვეცესპეს) ტერიტორია დაბინძურებულია. საყოფაცხოვრებო და საამშენებლო
ნარჩენები მთელ ტერიტორიაზეა მოფენილი.მოსახლეობა ანტისანიტარიას უჩივის.
ბორჯომის მერიაში ამბობენ, რომ ეს ტერიტორია კერძო საკუთრებას
წარმოადგენს და მათ არ აქვთ უფლება მეპატრონის თანხმობის გარეშე
დადგან სანაგვე ურნები.
მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი განმარტავს, რომ
მონიტორინგი და დაჯარიმება გარემოს დაცვის შესაბამისი სამსახურების
პრეროგატივაა.
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში იმავეს გვპასუხობენ
რასაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტში. ტერიტორიას ყავს კერძო მესაკუთრე
და სისუფთავის დაცვა მისი მოვალეობაა.
ბიზნესმენი თამაზ გელაშვილი ამბობს, რომ ტერიტორია წინა ხელისუფლების
დროს გასხვისდა. ამჟამად კოდუობის ოჯახს ეკუთვნის.
მერიაში ამბობენ რომ სცადეს მეპატრონესთან
დაკავშრება. თუმცა უშედეგოდ და
როდის მიაღწევს წერილი ადრესატამდე მათთვის უცნობია. მანამდე კი
ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი ამბობს, რომ
დაბინძურებულ ტერიტორიას ერთჯერადად დაასუფთავებენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.