საქართველოს პრეზიდენტმა, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულ
გმირებს პატივი მიაგო.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, 9
აპრილის გმირების მიმართ პატივისცემა არ გამოიხატება მხოლოდ ტიტების
მიტანაში.
"9 აპრილის გმირების მიმართ პატივისცემა არ გამოიხატება ტიტების
მიტანით და მხოლოდ იმით, რომ აქ მოვდივართ ამ დღეს. გამოიხატება
იმაში, რომ თუ ჩვენ პატივს ვცემთ 9 აპრილის სულისკვეთებას, ეს არის
ერთიანობა, სიდინჯე, დამოუკიდებლობის მიმართ ბოლომდე შეგნება თუ რას
ნიშნავს. გთხოვთ, სიჩუმით, სიდინჯით, ერთიანობით პატივი ვცეთ ამ
დღეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.