მთავრობის განკარგულებით, 10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა
2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად
დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს
მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში
გლოვის დღედ გამოცხადდა.
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 2021 წლის 10 აპრილის 00:00 საათიდან, 11
აპრილის 00:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვება.
განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
აწერს.