"რას წამლავ შენ ხალხს, რას უშვებ შენ ხალხში ათას ოხრობას და უბედურებას“ - მეუფე სპირიდონი
15:32 / 08.04.2021
სხალთის ეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი ქადაგებისას ვაქცინაციას
გამოეხმაურა და ექიმებს მიმართა;
"რას წამლავ შენ ხალხს, რას უშვებ შენ ხალხში ათას ოხრობას და
უბედურებას, მის სისხლში. ექიმები ხართ და იმის მაგივრად ხალხს
იცავდეთ გამოდიხარ და ეშმაკისკენ დევნი ხალხს და წამლავ ხალხს.
რამდენი ხალხი დაიღუპა, რამდენი?! თან ეუბნები, ჩუმად ხმა არ გაიღოო,
არ გავიგონო ხმა, არ თქვათო. სატანის მოციქული არ ხარ ამის შემდეგ?!
აბა რა ხარ შვილო.
მაგრამ ვერ მოერევი შენ საქართველოს, ივერია ღვთისმშობლის წილხვედრია,
დაგანგრევს დედაღვთისმშობელი, შენ თვითონ ნახავ ამას.
ახლა შარშანდელ დასაკრავს უკრავენ, არ წახვიდეთ ეკლესიაში, ესე
იქნება, სატანისტები, ეშმაკის მოციქულები.
შარშან პატრიარქმა, 87 წლის ადამიანმა, ღამის თევის წირვა წირა და
მთლიანად ჩაცხრა ეს კოვიდი. მერე სულ იძახდნენ, არ წახვიდეთ
ეკლესიაში, კუბოები იქნებაო, ეს ეშმაკის შვილები".
განაცხადა მეთავარეპისკოსმა,
2020 წელს მეუფე სპირიდონს კორონავირუსის არსებობის არ სჯეროდა თუმცა
დეკემბერში იგი კორონავირუსით დაინფიცირდა და შესაბამისი მკურნალობის
კურსიც გაიარა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.