საპატრიარქოში დღეს მღვდელმთავარები შეიკრიბებიან
დღეს, 8 აპრილს საპატრიარქოში მღვდელმთავართა კრება გაიმართება.
განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე
მოვლენებია.
ჭყონდიდის ეპარქიაში ბოლო პერიოდში სიტუაცია რამდენჯერმე
დაიძაბა. დაპირისპირება ეპარქიაში ახლადგანმწებეული, მიტროპოლიტი
სტეფანეს გადაწყვეტილებებს უკავშირდება, რომელმაც 4 სასულიერო პირს
ჩამოართვა მღვდელმოქმედების უფლება, მამა ათინოგენს კი არქიმანდრიტის
ხარისხი. მისივე ბრძანებით, მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა
მონასტრიდან გარიცხეს მოინაზონი სოსანა და მორჩილი ნინო
გამყრელიძე.