საზოგადოება
უზენაესის საკითხზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება, ფინანსური დახმარების ერთ-ერთი პირობაა - ევროკავშირი საქართველოს
უზენაესი მოსამართლეების შერჩევის წესში საკანონმდებლო ცვლილებების მიღებისას, ვენეციის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება ფინანსური დახმარების გაცემის ერთ-ერთი პირობაა, - ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერის, ნაბილა მასრალის განცხადებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი იმედგაცრუებას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტის მიერ მოსამართლეთა შერჩევის წესში საკანონმდებლო ცვლილებების ნაჩქარევი წესით მიღების გამო.

„საქართველოს პარლამენტმა პირველ აპრილს საკანონმდებლო ცვლილება მიიღო, რომელიც განიხილავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს. ევროკავშირმა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ამ შერჩევის პროცესში არსებული ხარვეზებისა და ახალი წესების გამო.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მიესალმება ამ ინიციატივას შესარჩევი პროცესის სამართლებრივ ჩარჩოში ცვლილების თაობაზე, გულდასაწყვეტია, რომ საქართველოს პარლამენტმა ნაჩქარევად შეიმუშავა და მიიღო ეს ცვლილებები, ინკლუზიური კონსულტაციის პროცესის გარეშე. ჩვენ ვწუხვართ, რომ საქართველომ მანამდე ნაჩქარევად უკვე შეიტანა ცვლილებები ამ კანონმდებლობაში, ვენეციის კომისიისთვის დროული თხოვნის ან მისი საბოლოო მოსაზრებისთვის მოცდის გარეშე.

ამიტომ ევროკავშირი მტკიცედ ურჩევს საქართველოს, რაც შეიძლება სწრაფად მოითხოვოს ვენეციის კომისიის შეფასება იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა მიღებული შესწორებები მის წინა რეკომენდაციებს. ვენეციის კომისიის მიერ ერთხელ უკვე დადასტურებული ახალი წესები ყველა განმცხადებელზე თანაბრად უნდა გავრცელდეს.

უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლო, საქართველოს უმაღლესი სასამართლო ინსტანცია, დაკომპლექტდეს უმაღლესი პროფესიული კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების მქონე მოსამართლეებით. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დახვეწა ასევე არის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის პირობა საქართველოსთვის“, - ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებაში.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.