საზოგადოება
პოლიცია პარლამენტის წინ აქციის ორგანიზატორებს სცენას არ ადგმევინებს
სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“
Facebook-ზე წერს, რომ პოლიცია დღევანდელი აქციის ორგანიზატორებს პარლამენტის
წინ სცენის დადგმის საშუალებას არ აძლევს.
„პოლიციის თანამშრომელი გოგა მემანიშვილი მოვიდა და გვითხრა, რომ
მეორე მხარეს ვერ დავდგამდით სცენას და გადმოგვეწია აქეთ, სადაც
მედიისთვის განკუთვნილი მაგიდები იყო. თუმცა ახლა მიიღეს ბრძანება და
გვითხრეს, რომ სცენას აქაც ვერ გაგაშლევინებთო. გამოხატვის
თავისუფლებას გვიზღუდავენ ის, რომ მუსიკით და ცეკვით გვინდა
გავაპროტესტოთ რასაც გვიშავებენ, ეს არ უნდათ. მიდიან პროვოკაციაზე,
რომ გამოგვიწვიონ და მერე დაგვაკავონ.- განაცხადა სამოქალაქო მოძრაობა
„სირცხვილიას“ წევრმა გიგა მაქარაშვილმა.
სამოქალაქო მოძრაობები „კომენდანტის საათის” და ჯარიმების გაუქმების
მოთხოვნით დღეს, პარლამენტის შენობის წინ აქციის გამართვას
აპირებენ.
გააზიარეთ :