დღეიდან საბავშვო გასართობი ცენტრები და კინოთეატრები მუშაობას განაახლებენ
პირველი აპრილიდან რეგულაციების
დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ
ცენტრებსა და კონოთეატრებს.
შესაბამისი გადაწყვეტილება
საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
"როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში პანდემიის გამო მოქმედი შეზღუდვების
უმეტესი ნაწილი უკვე შემსუბუქებულია. დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო
შეზღუდვების დამატებითი შემსუბუქების გადაწყვეტილება. პირველი
აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება
მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კონოთეატრებს", - განაცხადა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა 18 მარტს.
თეატრალური წარმოდგენებისა და სპორტული ღონისძიებების მაყურებლის
დასწრებით გამართვა დღეიდან, 1-ელი აპრილიდან დაშვებული იქნება.
თეატრებმა, სპორტული კლუბებმა, ასევე პროფესიულმა ანსამბლებმა
რეპეტიციები და ვარჯიში 15 მარტიდან განაახლეს.