საზოგადოება
ანტონ ობოლაშვილმა კოლეგებს სთხოვა, მეგი ბაქრაძის ოჯახისთვის კომპენსაციის გაწევის საკითხი განიხილონ
სამცხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა კოლეგებს სთხოვა, რომ როგორც მისი, ასევე გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის თხოვნაა, საქმე დროულად და ობიექტურად იყოს გამოძიებული.
გარდა ამისა, ობოლაშვილმა პარლამენტს არსებული პროცედურების შესაბამისად, მეგი ბაქრაძის ოჯახისთვის კომპენსაციის გაწევის საკითხის განხილვის თხოვნით მიმართა.
"მეგი ბაქრაძე იდგა კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე, ჩვენ ყველას მოგვიწოდებდა ვაქცინაციისკენ, ის აქტიური იყო ამ უხილავ მტერთან - კოვიდთან ბრძოლაში და სჯეროდა, რომ მხოლოდ ვაქცინაციის გზითაა შესაძლებელი კოვიდის დამარცხება. ოჯახის მოთხოვნა და ასევე, ჩემი თხოვნაა, გამოძიება იყოს დროული, გამჭვირვალე და ამომწურავი, რომ ოჯახს პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს. ასევე, მინდა თხოვნით მოგმართოთ, არსებული პროცედურების შესაბამისად, განხილული იყოს ოჯახისთვის კომპენსაციის საკითხი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამით ვერ შევძლებთ, მეგი ბაქრაძეს სიცოცხლე დავუბრუნოთ, თუმცა მისი ოჯახის და მისი შვილების გვერდში დგომით შევძლებთ ამ საშინელი ტრაგედიის და ტკივილის შემსუბუქებას",-განაცხადა ობოლაშვილმა.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.