ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ექიმებსა და მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვა შეეძლებათ - თეა ახვლედიანი
ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა
და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მედიცინის მუშაკებსა და შესაბამის
ასაკობრივ ჯგუფებს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართვა
შეეძლებათ.
როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო
მინისტრი თეა ახვლედიანი აცხადებს, რომ მსურველებს ვაქცინის გაკეთება
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე
შეეძლებათ.
„მოწოდებული დოზების პარალელურად ჯერ ხდება პრიორიტეტული ჯგუფების
უზრუნველყოფა, რაც შემდეგ გავრცელდება სხვა მოქალაქეებზეც. დღეს ჩვენ
გვაქვს შესაძლებლობა გაცნობოთ, რომ საქართველოში მიმდინარე
კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება ეძლევათ
საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ სამედიცინო
სფეროს და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ პირებს,
რომელთაც შეეძლებათ ვაქცინაცია ჩაიტარონ საქართველოს ცენტრალური
ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე.“ - განაცხადა
ახვლედიანმა.