საზოგადოება
სამედიცინო პერსონალის უმეტესობა ჯერჯერობით ვაქცინის გაკეთებას არ ჩქარობს - თენგიზ ცერცვაძე
აღმოჩნდა, რომ მართლაც სერიოზული
პრობლემა ყოფილა საქართველოში, რადგან სამედიცინო პერსონალის მეტი
ნაწილი, ჯერჯერობით არ ჩქარობს ვაქცინის გაკეთებას,
- განაცხადა ინფექციური
საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, წლის ბოლომდე ხელისუფლების მიერ გაწერილი გეგმის
მიხედვით, დაახლოებით, 35 ათასი სამედიცინო პერსონალი უნდა აიცრას,
თუმცა ამჟამად მხოლოდ 2 000 ან ოდნავ მეტია აცრილი.
„მიუხედავად იმისა, რომ იყო მოსაზრება, თითქოს იმიტომ არ ჩქარობდნენ
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, რომ „ფაიზერს“ ელოდებოდნენ, ეს
მოსაზრება არ გამართლდა, არ გამოდგა მთლად სწორი, იმიტომ, რომ იმ 11
000 თუ მეტ დარეგისტრირებულს შორის, მხოლოდ 1 800 იყო სამედიცინო
პერსონალი, მაშინ, როდესაც სამედიცინო პერსონალში სამიზნე ჯგუფი,
რომელიც უნდა აიცრას, ეს რაოდენობა, დაახლოებით, 35 ათასია,
მხედველობაში მაქვს, საერთო რაოდენობიდან მათი 60-65%, ვისაც
გადატანილი არ აქვს კორონავირუსი და აქედან, წარმოიდგინეთ, რომ
ჯერჯერობით სულ რაღაც 2000 ან ოდნავ მეტია აცრილი ან
დარეგისტრირებული. ეს არ არის კარგი! რა არის ამის მიზეზი, ვერ
გეტყვით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს სკეპტიციზმი, ექიმებისა და
ექთნების, ვაქცინისადმი მალე შეიცვლება,“- განაცხადა
ცერცვაძემ.
გააზიარეთ :