ცოტა ხნის წინ "ქართული ოცნების"
ოფისთან სიტუაცია დაიძაბა. "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრების
აქციაზე 4 პირი დააკავეს.
აქტივისტებსა და სამართალდამცველებს
შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა
"ქართული ოცნების" ოფისის კედლებზე ბერა ივანიშვილის გამოსახულებით
სტიკერების გაკვრა დაიწყეს. შენობაში ამ დრომდე მიმდინარეობს
უმრავლესობის შეხვედრა, მანამდე კი პოლიტსაბჭოს სხდომა იყო.
"მოძრაობა საქართველოსთვის" წევრებს ადგილზე ასევე მიტანილი აქვთ
ბანერი "ქართული ოცნების" ლიდერების გამოსახულებით და წარწერით - "არ
შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს". ადგილზე მობილიზებულია
პოლიცია.