ღამის საათებში გადაადგილებაზე
შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,
ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მინისტრმა ჟურნალისტებთან გურიის
რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გურიის
რეგიონში საყურადღებო ეპიდვითარებაა. მისი თქმით, საჭიროა
რეკომენდაციების დაცვა, რათა შეზღუდვები არ გამკაცრდეს.
„გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება, ვინაიდან
ჩვენ არ გვაქვს ამის საფუძველი და ფუფუნება, პანდემია კვლავ
საქართველოშია ისევე, როგორც მსოფლიოში. ჩვენ ვაკვირდებით, რომ
ევროპის ქვეყნებში მნიშვნელოვნად მიმდინარეობს გამკაცრებები, მაშინ,
როდესაც საქართველოში მნიშვნელოვანი შემსუბუქება გვაქვს.
დავასახელე, რომ გურიის რეგიონში საყურადღებო ეპიდვითარებაა. სწორედ
ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ადგილზე გავივლით, რეკომენდაციებს
მივცემთ, რომლის დაცვაც საჭირო და მნიშვნელოვანი იქნება, რათა გურიაში
შეზღუდვები არ გამკაცრდეს“, – განაცხადა ეკატერინე
ტიკარაძემ.