თერჯოლაში საკრებულოს თავმჯდომარემ და მოადგილემ თანამდებობები დატოვეს
თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარემ
ნინო ჯანელიძემ და მოადგილემ ნოდარ ფანჩულიძემ თანამდებობა
დატოვეს.
ნინო ჯანელიძე და ნოდარ ფანჩულიძე
დაკავებული თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე დღეს
წავიდნენ.
ფაქტს ადასტურებს ნინო ჯანელიძე. მისი თქმით, თანამდებობიდან წასვლის
მიზეზი დაპირისპირება არ არის, როგორც ის ამბობს ის გუნდში საკრებულოს
რიგით წევრად რჩება.
ჯანელიძე საკრებულოს თავმჯდომარედ 2017 წელს აირჩიეს. ის
თერჯოლა-ტყიბულის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის კადრი
იყო.