მოქალაქეების 50% ფიქრობს, რომ პარლამენტის წევრები მათ ინტერესებს არ დაიცავენ - NDI
(NDI)-ის კვლევის მიხედვით,
გამოკითხულთა 14% პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 38%
საშუალოდ, 36 % კი ცუდად.
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის მიხედვით,
გამოკითხვაში მონაწილე, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერების 39%
პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 45% საშუალოდ, 10% კი
ცუდად.
რაც შეეხება ოპოზიციის მხარდამჭერების პოზიციას, რომლებიც
გამოკითხვაში მონაწილეობდნენ, მათი 3% პარლამენტის საქმიანობას
დადებითად აფასებს, 26% საშუალოდ, ხოლო 66% ცუდად.
იმ მოქალაქეებიდან კი, რომელთაც პარტიული კუთვნილება არ დაასახელეს,
39%-მა თქვა, რომ პარლამენტის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 6% კი
საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას დადებითად აფასებს.
კითხვაზე, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში პარლამენტმა რომელ
საკითხებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, მოქალაქეების 79 % ფიქრობს,
რომ პარლამენტმა ყურადღება ეკონომიკაზე უნდა გაამახვილოს, 34% ასეთ
საკითხად ჯანდაცვას ასახელებს, 22% კი განათლებას.
გამოკითხული მოქალაქეების 50% ფიქრობს, რომ პარლამენტის წევრები მათ
ინტერესებს არ დაიცავენ, 33%-ს მიაჩნია, რომ დეპუტატები მათ
ინტერესებს დაიცავენ, ხოლო 17%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.
NDI-ის გამოკითხულთა 60%-ს კი მიაჩნია, რომ დეპუტატი გააკეთბს იმას,
რასაც პარტია ეტყვის. განსხვავებულად ფიქრობს, გამოკითხულთა
14%-ი.
კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024
სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის
სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების
გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4
პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით
შეირჩნენ