NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 40%-სთვის მათ შეხედულებასთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“
(NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა
უმეტესობისთვის მათ შეხედულებასთან ახლოს არცერთი პარტია არ
დგას.
უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე: რომელი პარტია დგას თქვენს
შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? - პასუხები ასე გადანაწილდა: არცერთი
პარტია - 40 %, „ქართული ოცნება“ – 23 %, უარი პასუხზე - 14 %, არ
ვიცი -8 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 7 %, სხვა პარტიები - 7
%.
აღნიშნული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით
2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე,
ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული
ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი
არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის
მეთოდით შეირჩნენ.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის
ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.